Tuesday 17 July 2018

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორთფოლიო  - "ჩემი სკოლა"


გავეცანი და შევისწავლე პროექტებით სწავლების ინტელის კურსს,შევქმენი პროექტის გეგმა, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, მოვახდინეთ პროექტის გეგმის პრეზენტაცია. პროექტებით სწავლება მოსწავლეებს განუვითარებს 21-ე საუკუნის მაღალი დონის სააზროვნო უნარ-ჩვევებს.
     მადლობა ქალბატონ ნინოს საინტერესოდ გადმოცემულ ტრენინგისათვის.

Sunday 15 July 2018

მერვე დღე

დღევანდელი დღე საკმაოდ საინტერესო იყო. გავეცანი პროექტის სწავლების მეშვიდე მოდულს, ჩაუღრმავდით საკვანძო სიტყვებს, როგორ ჩავსალო და გამოვიყენო ჩემს პროექტში, გავეცანი მზა პროდუქტის გეგმას, ჩამოვწერე საკვანძო საკითხები, გავეცანი ფასილიტაციას, ამის შემდეგ დეტალურად დავიწყე პროცედურების გაწერა.

    დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის

Saturday 14 July 2018

მეშვიდე დღე

გეგმის შაბლონში შევიტანე ცვლილებები, რომელშიც აღწერილიაშეფასების ის მეთოდები და ინსტრუმენტები, რომელიც პროექტის დროს გამოვიყენებ.მოცემული მეექვსე მოდული დამეხმარა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით. შეფასების ფორმა მიეხმარება დამოუკიდებლად მართოს თვითრეგულაციისა და თანამშრომლობის სამართავად. თავისი ცოდნაც და უნარჩვევები დამოუკიდებლად მართოს.
პროექტების სწავლებამ მასწავლა პროექტში ჩავრთო სამი ტიპის მოსწავლეები. სამივე ტიპის მოსწავლის მიდგომებს გავეცანი.

Friday 13 July 2018

მეექვსე დღე



მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი ავტვირთეთ ბლოგზე და შეუფასეთ მეწყვილეს
პროექტის ბლოგის შაბლონში შეფასების დროს ჩარჩოში შევიტანე ცვლილება და ჩავამატეთ რუბრიკა
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის რუბრიკა

Sunday 8 July 2018

მეხუთე დღე




დავასრულეთ პროექტის პრეზენტაციადა ავტვირთეთ ბლოგზე. შევაფასეთ რუბრიკებით მეწყვილის პრეზენტაცია. გავეცანი საავტორო უფლებებისდაცვას და შენახვას.მიმოვიხილეთ საძიებო სისტემები,საძიებო არიალის დავიწროვება. გავეცანი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნას.


Saturday 7 July 2018

მეოთხე დღე

ეს მოდელი დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენების რამდენიმე თვალსაზრისით. არსებობს შეფასების 5 სტრატეგია. ამ სტრატეგიაში არსებობს მეთოდები და ინსტრუმენტები, რომელსაც გამოვიყენებ ჩემი პროექტის დაგეგმაში.